შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართულენადაკარგული დასახლებები ირანში

 

ნაშრომი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში (ქართული ენობრივი კუნძული ტრანსეთნიკურ არეალში (GLITEA) – ფერეიდნული დიალექტი ირანში) იგი ეხება ირანში არსებულ იმ ქართულ დასახლებებს, სადაც აღარ მეტყველებენ ქართულად.

ირანში მცხოვრები ქართველი ჩვენი საზოგადოების ცნობიერებაში ტრადიციულად ფერეიდნელ ქართველებთან ასოცირდება, რადგან მხოლოდ მათ შეინარჩუნეს ქართული ენა, კერძოდ კი, ე.წ. ფერეიდნული დიალექტი. მათდამი იყო მიმართული ქართული საზოგადოების, სამეცნიერო წრეებისა და ხელისუფლების ინტერესიც. მცირე გამონაკლისის გარდა, ქართულენადაკარგული დასახლებები უყურადღებოდ რჩებოდა.

თავდაპირველად პროექტით განსაზღვრული იყო ფერეიდანში ქართულენადაკარგული ქალაქ აფუსისა და მაზანდარანის პროვინციის ქართული დასახლებების საკითხის შესწავლა. კვლევის პროცესში მოძიებული იქნა ახალი ცნობები, გამოვლინდა აქამდე უცნობი მასალები ირანის სხვადასხვა მხარეში ქართული კვალის შესახებ. საბოლოოდ ნაშრომმა შეძლებისდაგვარად მოიცვა ირანის პროვინციების დიდი ნაწილი.

მოპოვებული მასალები საშუალებას იძლევა, ეტაპობრივად და მიზნობრივად ჩატარდეს სათანადო კვლევები ირანის კონკრეტულ რეგიონსა თუ დასახლებულ პუნქტში, სადაც დღესდღეობით მეტ-ნაკლებად შემორჩენილია ქართველთა ყოფნის კვალი.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????