ქართული დროშები და ევროპული პორტოლანები
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი FR-21-2041).
ნაშრომი მონოგრაფიულად შეისწავლის შუა საუკუნეების ქართული სახელმწიფო დროშის ისტორიასა და სიმბოლიკას. მასში განხილული და გაანალიზებულია ქართული და უცხოურენოვანი (სომხური, სპარსული, ბერძნული, ლათინური, ფრანგული, იტალიური, გერმანული) წყაროების მონაცემები, რომლებიც ქართული დროშების ისტორიას ასახავენ; საგანგებო ყურადღება ეთმობა პორტოლანებს, ევროპულ საზღვაო რუკებს, რომლებიც მნიშვნელოვანი მონაცემებით ამდიდრებენ ისტორიულ ვექსილოლოგიას; გამოკვლეულია თავად ხუთჯვრიანი კომპოზიციის, იგივე იერუსალიმის ჯვრის წარმოშობა და გავრცელება, მისი ასახვა ნუმიზმატიკასა და ჰერალდიკაში. კვლევის პროცესში შემოტანილია და განხილულია მრავალი ახალი, ჩვენი ისტორიოგრაფიისათვის უცნობი მასალა. ნაშრომს თან ერთვის საქართველოს ტერიტორიაზე გამოსახული დროშების ვრცელი კატალოგი.
მონოგრაფიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔