შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართული გალობის ჭრელები

 

წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [#SP-21-447]. გამოცემის ფინანსური მხარდამჭერია საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“.

„ქართული გალობის ჭრელები“ წარმოადგენს ქართულ სამეცნიერო სივრცეში პირველ ფუნდამენტურ ნაშრომს, რომელშიც შესწავლილია საეკლესიო გალობის უნიკალური ფენომენი „ჭრელები“ − „ჭრელთა ნუსხები“ (მუსიკალური ჰანგის ფიქსირების მეტად თვითმყოფადი სისტემა) და ქართული გალობის ტრადიციაში „ჭრელის“ ფენომენის გამოვლენის დღეისათვის ნაცნობი სხვა ფორმები. პუბლიკაციაში ფართო აუდიტორიისთვის პირველად გახდება ხელმისაწვდომი „ჭრელების“ შემცველ ქართულ ხელნაწერებში დაცული ტექსტები, თანდართული მაღალი ხარისხის ვიზუალური და აუდიოილუსტრაციებით. გამოკვლევა დახმარებას გაუწევს ქართული ქრისტიანული ხელოვნების შესწავლით დაინტერესებულ ქართველ და უცხოელ მკვლევრებს, სტუდენტებსა და ფართო საზოგადოებას. ამ მხრივ გამოცემა ხელს შეუწყობს ქართული სამგალობლო ხელოვნების ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო სამეცნიერო და სახელოვნებო სივრცეში.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????