შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართული რომანტიზმი – ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები

 

 

  მონოგრაფია „ქართული რომანტიზმი – ნაციონალური და ინტერნაციონალური საზღვრები“ (რედ. პროფ. ზაზა აბზიანიძე) ორი წლის განმავლობაში იქმნებოდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

იდეა სამეცნიერო კრებულის შექმნისა, რომელშიც ქართული რომანტიზმის ტიპოლოგიური ტენდენციები ერთ სიბრტყეში იქნებოდა („ქართველი მწერლები ეპოქათა ჭრილში“) განხორციელდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ბაზაზე, ამასთანავე,  „ქართული რომანტიზმი“ პირველი კრებულია იმ სამეცნიერო პროექტის ფარგლებში, რომელიც ქართული მწერლობის პერიოდებისა და მიმართულებების კვლევას ისახავს მიზნად.  

ავტორთა შორის იხილავთ როგორც  ლიტერატურის ინსტიტუტის თანამშრომლებს  (ზაზა აბზიანიძე, შორენა შამანაძე, თამარ ციციშვილი, გაგა ლომიძე, ქეთევან ელაშვილი, მაია ჯალიაშვილი), ასევე მოწვეულ კოლეგებს (კახა ჯამბურია, კახა კაციტაძე, გიორგი ეკიზაშვილი, თამარ კოშორიძე, მერი ტიტვინიძე, მერაბ ღაღანიძე, ქეთევან ნინიძე).

წიგნი დააინტერესებს არა მხოლოდ ლიტერატურათმცოდნეებს, არამედ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და პედაგოგებს,  ქართული ლიტრატურის კონცეპტუალური და მხატვრული დიაპაზონით დაინტერესებულ ყველა მკითხველს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????