შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის მე-3 ტომი (თევდორე ჟორდანია)

 

მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული ფუნდამენტური პროექტის ფარგლებში [გრანტი #FR-23-16844]. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი გიორგი გოცირიძე, ხოლო კოორდინატორი - ფილოლოგიის დოქტორი მზია გიგაშვილი.

 

ქართველ მეცნიერ-ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის მე-3 ტომი მკითხველ საზოგადოებას წარუდგენს თევდორე ჟორდანიას (1854-1916) წერილების II ნაწილს, რომელშიც შესულია ავტორის 103 ეპისტოლე. II ტომში გამოქვეყნდა მისი 48 წერილი. ამდენად, 2 ტომში ერთად დაბეჭდილია მისი 151 წერილი.

წერილების დიდი უმრავლესობა (51 ერთეული) შვილისადმი, გიორგისადმია, გაგზავნილი, მცირე ნაწილი ეძღვნება სხვა შვილებსაც: თევდორესა და ერეკლეს, ასევე გიორგის მეუღლეს - ნინო ქუმსიშვილ-ჟორდანიას. სხვა ადრესატები არიან ცნობილი მწერლები, ისტორიკოსები, რედაქტორები, საზოგადო და სასულიერო მოღვაწეები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები: ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, მოსე ჯანაშვილი, თედო სახოკია, იონა მეუნარგია, კირიონ საძაგლიშვილი, ლეონიდე ოქროპირიძე, ნიკო მარი, კორნელი კეკელიძე, იაკობ ცინცაძე (ია ეკალაძე), ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და სხვები.

წერილებში აღწერილი ქართული საზოგადოებრივი ცხოვრება რუსული იმპერიული პოლიტიკის ზეწოლისა და სულიერი დაძაბულობის პირობებში ვითარდება. ამ ფონზე თედო ჟორდანია - ისტორიკოსი, ფილოლოგი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, რომლის სახელიც ხშირად კრიტიკისა და დავის ობიექტი გამხდარა - გვევლინება, როგორც ინტელექტუალი, რომელიც მთელი არსებით ებრძვის კულტურული იდენტობის დაკარგვასა და ეროვნული თვითმყოფადობის განადგურებას.

ბარათები, ერთი ადამიანის პირადი განცდების პარალელურად, ნათლად ასახავს ეპოქის ფართო სოციალურ და ზნეობრივ სურათს: შიდა პიროვნულ დაპირისპირებებს, ეკონომიკურ და ყოფით სიდუხჭირეს, ცენზურის, ცილისწამებისა და ინტრიგის სამწუხარო ფაქტებს. აქ ჩანს ავტორის ტრაგიზმიც, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ეროვნული საქმის სამსახურს შესწირა, მაგრამ ვერ იპოვა კუთვნილი ადგილი საზოგადოებაში.

ამ გამოცემით მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა, უშუალოდ შეეხოს იმ ინტელექტუალურ და ემოციურ სივრცეს, რომელშიც იბადებოდა ახალი ქართული ეროვნული ცნობიერება - შრომით, შიშითა და ტკივილით.

გამოცემას ახლავს ვრცელი კრიტიკული აპარატი სამეცნიერო რუბრიკებით, კომენტარებით, პირთა და გეოგრაფიულ სახელთა ანოტირებული საძიებლებით, ლექსიკონითა და ავტორის წერილების ძირითადი ენობრივი თავისებურებების მიმოხილვით.

 

მონოგრაფიის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????