ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის X ტომი
ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის X ტომი ეთმობა გრიგოლ ორბელიანის წერილების IX ნაწილს. მათი ქრონოლოგიური ჩარჩო 1874-1877 წლებს მოიცავს. წერილების რაოდენობა 100-ს შეადგენს, რომელთაგან 39 ქართულია, ხოლო 61 - რუსული. გამოცემაში დათარიღებულია 8 ბარათი. ადრესატები არიან როგორც პოეტის ახლო ნათესავები, ისე სხვადასხვა თანამდებობის პირები, რომელთაგანაც ავტორი თავისი ნაცნობებისა თუ მეფის რუსეთის ყოფილი ოფიცრებისთვის სხვადასხვა სახის დახმარებას ითხოვს. წერილები შეიცავს მდიდარ მასალას იმდროინდელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურულ-საგანმანათლებლო ცხოვრების შესახებ. ამ პუბლიკაციით ათეულობით წერილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში. გამოცემას ახლავს სრული სამეცნიერო აპარატი.
ტომი მომზადდა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2021 წლის კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „XIX-XX საუკუნეების ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკადემიური გამოცემა (X-XI ტომები)“ (გრანტი FR-21-2197) - ფარგლებში. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია მზია გიგაშვილი.