შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით)

 

აღნიშნული პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (გრანტი HE15_025).

წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო თემის შესწავლას ხანგრძლივი ისტორია აქვს. საამისოდ მკვლევრები დიდი ხნის მანძილზე იყენებდნენ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებს, ნარატიულ წყაროებს ქართულ, სომხურ, რუსულ, და დასავლეთ ევროპულ ენებზე. უკანასკნელ ხანებში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება XIII-XVI საუკუნეების მამლუქთა ეპოქისა და XVI-XVII საუკუნეების ოსმალთა პერიოდის არაბულ დოკუმენტურ წყაროებს, რომლებიც ინახება სხვადასხვა წიგნთსაცავში, სინას მთაზე — წმინდა ეკატერინეს მონასტერსა და იერუსალიმში. წინამდებარე ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია ამ წიგნთსაცავებში დაცული ის არაბული დოკუმენტური წყაროები, რომლებიც ეხება წმინდა მიწაზე (პალესტინაში) ქართველთა სავანეებისა და სამონასტრო თემის ისტორიას XI-XVII საუკუნეებში. ნაშრომის სიახლეს წარმოადგენს XIII-XVI საუკუნეების 32 არაბული დოკუმენტის (ეგვიპტის სულტნებისა და დიდმოხელეთა ბრძანებულებები, სასამართლო ოქმები და სხვ.) ტექსტის პუბლიკაცია ქართული თარგმანითა და კომენტარებით.
არაბული დოკუმენტების საკმაოდ სპეციფიკური და სხვადასხვა მდივნის მიერ სხვადასხვა ხელით დაწერილი ტექსტის წაკითხვა-კომენტირებამ და საკვლევი პრობლემის მონოგრაფიულმა შესწავლამ მოითხოვა საკმაოდ ვრცელი ქართული, არაბული და ევროპული ნარატიული წყაროებისა (საისტორიო ხასიათის თხზულებები — მატიანეები, ქრონიკები) და უახლესი დასავლური გამოკვლევების (მათი დიდი ნაწილი არაა გათვალისწინებული ქართველი მკვლევრების მიერ) შესწავლა. ეს, შეიძლება ითქვას, წარმოადგენს ახალ ეტაპს წმინდა მიწაზე ქართული სამონასტრო თემის ისტორიის შესწავლის საქმეში.
თემა აქტუალურია საზღვარგარეთ ქართული მატერიალურ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლის თვალსაზრისით. ნაშრომი განკუთვნილია წმინდა მიწის ისტორიის მკვლევართათვის, ისტორიკოსების, აღმოსავლეთმცოდნეებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის. 

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????