შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებები ქართველურენოვანი მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველების მიხედვით

 

კვლევა განხორციელდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით; საგრანტო პროექტის შიფრი: FR-18-14869.

გამოკვლევაში მეცნიერული სიზუსტით არის წარმოდგენილი, ერთი მხრივ, ქართული სამწიგნობრო ენისათვის დამახასიათებელი ისტორიული ვითარება, რომელიც დღემდე შეინარჩუნა დედაენობრივ ფესვებს თითქმის საუკუნე-ნახევრით მოწყვეტილმა მუჰაჯირების შთამომავალთა მეტყველებამ, ხოლო მეორე მხრივ – ის ფონეტიკური, მორფოლოგიურ-სინტაქსური თუ ლექსიკურ-ფრაზეოლოგიური თავისებურებანი, რომლებიც მან უცხოენობრივ გარემოცვაში, ქართველურ-თურქულ სამეტყველო კოდთა შერევის კანონზომიერებათა საფუძველზე განივითარა. პროექტის მონაწილეებმა ნაშრომს დაურთეს თურქეთის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეთაგან ჩაწერილი მოგონებები წინაპრებზე – მათი ცხოვრებისა და სამეურნეო საქმიანობის ამსახველი თემატურად მრავალფეროვანი ტექსტები, რომლებიც მნიშვნელოვანია როგორც ენათმეცნიერული თვალსაზრისით, ისე სხვა ქართველოლოგიური კვლევებისთვისაც.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????