ქვემო ქართლი იბერიის სამხრეთი კარიბჭე იბერიის სამხრეთი კარიბჭე ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის – „ქვემო ქართლი იბერიის სამხრეთი კარიბჭე ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში“ – ფარგლებში (FR-22-8768). ნაშრომში განხილულია ბოლო წლებში ქვემო ქართლში მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირის გასწვრივ აღმოჩენილი სხვადასხვა პერიოდისა და ხასიათის არქეოლოგიური ძეგლებიდან მომდინარე მასალები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩვენი ცოდნა ქვემო ქართლის ისტორიის რიგი საკითხების შესახებ.
მონოგრაფია განკუთვნილია ისტორიკოსებისთვის, არქეოლოგებისთვის, ეთნოლოგებისთვის, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის წარსულით დაინტერესებული მკითხველის ფართო წრისათვის.
მონოგრაფიის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: