რელიგიური ინკულტურაციისა და ერთმორწმუნეობის მითის ისტორიისათვის XVIII - XIX საუკუნეების საქართველოში
ქართული საისტორიო კორპუსი საკმაოდ ჭრელი და წინააღ მდეგობრივი ამბების კრებულია; ამ ამბებს, ძირითადად, ერთი მიმართულებით იკვლევენ. ესაა ისტორიის, როგორც ქრონოგრაფიის გაგება, უფრო ზუსტად, დროის კონკრეტულ მონაკვეთში მიმდინარე მოვლენებისა და ამბების აღწერა, მათი წარმმართველი პიროვნებების შესწავლა, ცალკეული ისტორიული მოვლენის მიმოხილვა, დაზუსტება. დღემდე შედარებით იშვიათია კვლევები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ კორპუსის შემადგენელი ტექსტების კანონზომიერებათა დადგენას, სისტემატიზებას, მათ მოქცევას ამა თუ იმ მეთოდოლოგიურ ჩარჩოში, ან მათთვის ახალი ჩარჩოს შექმნას.