შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამედიცინო და ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში

 

წინამდებარე მონოგრაფია-ალბომი შედგა კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროექტის _ „სამედიცინო დ ვეტერინარული ხელნაწერები საქართველოსა და უცხოეთის სიძველეთსაცავებში~ (გრანტი №HE17-54) _ ფარგლებში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მონოგრაფია-ალბომში გამოქვეყნებული ფოტომასალისა და თითოეული მონაკვეთის რაიმე ფორმით (ელექტრონული, ბეჭდური) გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ საავტორო უფლების მფლობელის წერილობითი ნებართვის საფუძველზე. მონოგრაფია-ალბომში გამოყენებულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, თბილისისა და საქართველოს რეგიონების, ასევე, რუსეთისა და სომხეთის სიძველეთსაცავებში დაცული ხელნაწერების დიგიტალური ასლები. პროექტი თანამშრომლობისათვის მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ არქივს, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს, ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმს, თელავის ისტორიულ მუზეუმს, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს, მატენადარანს (ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტი, ერევანი), რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლურ ხელნაწერთა ინსტიტუტს (პეტერბურგი).

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????