სამეგრელო მხარეთმცოდნეობითი შრომები ლექსიკოგრაფია ▪ ტოპონიმიკა ▪ ენათმეცნიერება ▪ ონომასტიკა ▪ ფოლკლორი III ტომი
წიგნი ქრონოლოგიურად წარმოგვიდგენს მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებლის, მრავალმხრივი მკვლევრის – ისტორიკოსის, მხარეთმცოდნისა და ეთნოგრაფის – გივი ელიავას 50-წლიანი სამეცნიერო მოღვაწეობის
ამსახველ შრომებს სამეგრელოს შესახებ. წინამდებარე ტომში შესული მასალა მოიცავს ენათმეცნიერების სხვადასხვა დარგში (ლექსიკოგრაფია, ტოპონიმიკა, ეტიმოლოგია) ასევე, ზეპირსიტყვიერებასა და ფოლკლორში წლების განმავლობაში წიგნად გამოცემულ შრომებს, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხულ მოხსენებებს, სამეცნიერო კრებულებში გამოქვეყნებულ კვლევებს, ასევე ცენტრალურ თუ რაიონულ პრესაში დაბეჭდილ სტატიებს.
მონოგრაფიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔