შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა

 

 

კვლევა განხორციელდა `შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით FR-17-144-`სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა". (დ. ჭითანავა-სამეცნიერო ხელმძრვანელი, ბ. ხორავა-კოორდინატორი, ახალგაზრდა მეცნიერები: ქ. ციმინტია, ი. შენგელია).

ნაშრომი `სამეგრელოს სოფელი ძველად და ახლა~ (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა) წარმოადგენს სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოლოგიურ გამოკვლევას უძველესი დროიდან დღევანდელობის ჩათვლით. საკვლევ საკითხთა ორიენტირად, როგორც ისტორიული, ისე ეთნოლოგიური თვალსაზრისით, შერჩეულია სამეგრელოს თითოეული მუნიციპალიტეტიდან თითო დიდი სათემო დასახლება თავისი სპეციფიკური მახასიათებლების მიხედვით. ესენია: მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის თემი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ჭოღის თემი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემი, აბაშის მუნიციპალიტეტის კეთილარის თემი, სენაკის მუნიციპალიტეტის ხორშის თემი, ხობის მუნიციპალიტეტის თორსა-დღვაბას თემი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის თემი. სამეცნიერო ლიტერატურის, საისტორიო წყაროების, მათ შორის საარქივო მასალების, ხჳხ საუკუნის მეორე ნახევრისა და ხხ საუკუნის დასაწყისის, საბჭოთა პერიოდისა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პერიოდული პრესის და საველე-ეთნოგრაფიული მასალების შესწავლისა და კრიტიკული ანალიზის საფუძველზე პირველად მონოგრაფიულად შესწავლილია სამეგრელოს სოფლის ისტორია, რასაც არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს. სამეცნიერო მიმოქცევაში შემოგვაქვს მნიშვნელოვანი მასალა, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ძველი და თანამედროვე სამეგრელოს სოფლის კულტურული, ეკონომიკური და სოციალური განვითარების გაშუქებას.

 

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????