სამურზაყანო – ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია. წარსული და თანამედროვეობა
მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „სამურზაყანო – ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია. წარსული და თანამედროვეობა“
[OTG-I-21-581 – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების 2021 წლის საგრანტო კონკურსი] ფარგლებში.
წარმოდგენილ კოლექტიურ მონოგრაფიაში ერთგვარად შეჯამებულია უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართველ ისტორიკოსთა კვლევების შედეგები. მასში ობიექტურად და მიუკერძოებლადაა გაანალიზებული საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფული პროვინციის – სამურზაყანოს – ისტორიული განვითარების ძირითადი ეტაპები. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ე.წ. „სადავო საკითხებზე“, რომელთა ირგვლივაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან არ წყდება ფსევდომეცნიერული „სპეკულაციები“ და ამომწურავი, სათანადო საისტორიო წყაროებსა და საარქივო (მათ შორის, ახლადმიკვლეული) საბუთებზე დაყრდნობით, მეცნიერულად დასაბუთებული პასუხია გაცემული სეპარატისტთა მცდელობებზე, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, სამურზაყანო გამოაცხადონ აფსუურ ეთნოლოგიურ და კულტურულ სივრცედ.
წიგნი განკუთვნილია სპეციალისტებისა და საქართველო-აფხაზეთის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვი
მონოგრაფიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔