საქართველოს II რესპუბლიკა
მონოგრაფია გამოცემულია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის -,,საქართველოს II რესპუბლიკა" (გრანტი PPS-21-168) ფარგლებში. წინამდებარე მონოგრაფიაში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორს და, შესაძლოა, არ ასახავდეს ფონდის შეხედულებებს. მონოგრაფიაში გამოყენებულია საქართველოს ეროვნული არქივის დოკუმენტური და ფოტომასალა, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული მასალების ფოტოასლები, ისტორიის, ეთნოლოგიის, რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის სამეცნიერო ცენტრის არქივის, პროფ. ალ. დაუშვილის პირადი არქივის დოკუმენტები და ფოტოები.