შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში
„შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, „ჰერაკლე“, „ორესტესი“ - ევრიპიდე და მისი სამი ტრაგედია, ფსიქიკური მდგომარეობები და მათი დაძლევის გზები ჩვენს წელთაღრიცხვამდე და დღეს - XXI ს-ში, მიზეზი და მოტივი ამ მდგომარეობებში ყოფნისა, წერილობითი სახის პირველი წყაროები, რომლებშიც ფსიქოთერაპიული ჩარევებია აღწერილი, ექსტაზი და ველური დიონისური რიტუალი, შუა საუკუნეების შეშლილი ცეკვა და ტარანტიზმი, მასობრივი ცნობიერება და მასობრივი ქცევა, იდენტობა და კომპრომისები, ეპილეფსია და სტიგმა, შერაცხადობა-შეურაცხაობა, დანაშაული და პასუხისმგებლობა, ქაოსის თეორია და აბსურდის თეატრი.
ნინო დიანოსაშვილის კვლევის თემა შეშლილობის ფენომენია ევრიპიდეს ტრაგედიებში. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ცნობიერებაშეცვლილი მდგომარეობების გააზრების პირველსაწყისები, შესწავლილია მათი ვერბალური გამოხატულების მნიშვნელობები, წარმოჩენილია ევრიპიდეს დამსახურება ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესების ასახვის თვალსაზრისით. წიგნი შეშლილობის ფენომენის არსში წვდომის ახალ შესაძლებლობას ქმნის, ადამიანში არსებული კონსტრუქტების, მოდელების, არქეტიპების გააზრების საშუალებას გვაძლევს და სხვადასხვა პათოფსიქოლოგიური თუ ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობის დაძლევის ათასწლეულების წინ მიგნებულ სტარტეგიებს გვთავაზობს.