შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ტექსტოლოგია

 

სახელმძღვანელოს მიზანია დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის ტექსტოლოგიის თანამედროვე მიღწევების გაცნობა, ტექსტოლოგიური კვლევის უნარების გამომუშავება, უახლესი მეთოდებისა და ტექნოლოგიების ანალიზი და მათ ათვისებაში დახმარება. იმისათვის, რომ დოქტორანტებმა შეძლონ მიღებული თეორიული ცოდნის რეფლექსირება და პრაქტიკაში წარმატებით გამოყენება, წიგნის თითოეულ თავს ვურთავთ დავალებების პაკეტს, ხოლო იმისათვის, რომ სტუდენტებს საშუალება ჰქონდეთ, თავადაც გააგრძელონ ცოდნის გაღრმავება აქ განხილული ნებისმიერი მიმართულებით, ყოველი თავის ბოლოს ვთავაზობთ განხილულ თემებთან დაკავშირებულ დამატებით ლიტერატურას, სახელმძღვანელოს ბოლოს კი - ძირითად ტერმინთა ინგლისურ და რუსულ შესატყვისებს და განმარტებით ლექსიკონს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვადასხვა ტექსტოლოგიური სკოლა განსხვავებულ ტერმინებს იყენებს, ასეთ აპარატს უაღრესად დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ მასალის ასათვისებლად, არამედ უცხოელ კოლეგებთან თანამშრომლობისა და აზრთა ურთიერთგაზიარებისთვისაც.

სახელმძღვანელო მომზადდა სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარების პროექტის ფარგლებში (DP2016_18).

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????