თრუსო - ისტორიული და ეთნოკულტურული პრობლემები
წიგნი გამოცემულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,თრუსო - ისტორიული და ეთნოკულტურული პრობლემები" - ფარგლებში (გრანტი: N BRG-1-19-190).
ნაშრომი ინტერდისციპლინური ხასიათისაა და განხორციელდა ისტორიულ, ეთნოლოგიურ, ხელოვნებათმცოდნეობით და არქეოლოგიურ მეცნიერებათა ბაზაზე. წიგნში შესწავლილია თრუსო - ქართველთა განსახლების უძველესი არეალი და საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული ტერიტორია. ნაშრომში წარმოდგენილია მონაცემები თრუსოს ისტორიის, სახელმწიფოსთან მისი მიმართების, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის, ავტოქთონი და მოსული ეთნიკური ჯგუფების ვინაობის და მათი ურთიერთდამოკიდებულების, მატერიალური კულტურის ძეგლების რაობის შესახებ. განხილულია დღეს მიმდინარე სოციოკულტურული, დემოგრაფიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციების, პოლიტიკური გამოწვევების გავლენა რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ინფრასტრუქტურაზე.