ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები)
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.
ნაშრომში ტრაპიზონსა და გუმუშხანეში 2016-2018 წწ საველე მივლინებების დროს შეკრებილ მასალებზე, წერილობით და სხვა სახის წყაროებზე დაყრდნობით შესწავლილია ისტორიული ჭანეთის ცენტრალური ნაწილის საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საგზაო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები, არქეოლოგიისა და ტოპონიმიის ზოგიერთი საკითხი, ძველი გზები. გამოკვლევას თან ერთვის ვრცელი ინგლისურენოვანი რეზიუმე, მდიდარი საილუსტრაციო და გრაფიკული მასალა. ვფიქრობთ, წიგნი კარგ სამსახურს გაუწევს ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ეთნოლოგებს, ხელოვნებათმცოდნეებს, ენათმეცნიერებს და ისტორიული ჭანეთით დაინტერესებულ მკითხველს.