ვალი შუა საუკუნეების საქართველოში (მევახშეობის პოლიტეკონომია)
წიგნში განხილულია ვალის და სამევახშეო სისტემის ისტორია ფეოდალური ეპოქის საქართველოში, მისი გავლენა ყოველდღიურობაზე, საგლეხო და საბატონო მეურნეობაზე; ვალით დამძიმებული გლეხობის
მდგომარეობა; ვალის გავლენა საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე. ასევე, წიგნში განხილულია ვალის აღების საჭიროებები და მისი გავლენა სოციალურ ცხოვრებაზე, საკანონმდებლო ბაზა და სამართლის ნორმები ვალის შესახებ. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიით, ვალის ისტორიის კვლევითა და ეკონომიკის ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის.
საგრანტო პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (YS-22-679).