ზედაშეს კულტურა საქართველოში
წიგნი გამოიცა `შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. გრანტის ნომერი: [NSP-21-656]; ,,ზედაშეს კულტურა საქართველოში".
წიგნი – ,,ზედაშე"-ს კულტურა საქართველოში". წინამდებარე ნაშრომი წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ კუთხეში უძველესი დროიდან გავრცელებული და თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაში შემორჩენილი `ზედაშეს~ კულტურაზე არსებული ეთნოგრაფიული მასალები. შესწავლილია მისთვის დამახასიათებელი რელიგიურ-რიტუალური პრაქტიკის გენეზისის საკითხები.
საზედაშე (მეგრ. `ოხვამერი") ქვევრს და მასში ჩასხმულ ღვინოს ქართველთა უძველეს რელიგიურ-რიტუალურ პრაქტიკაში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა. მარანი არა მარტო ღვინის შესანახ, არამედ საკულტო ნაგებობას წარმოადგენდა. ღვინო ქართველთა ცხოვრების წესის განუყოფელი ნაწილია, რომლის წიაღშიც ადიდებდა ის ცისა და ქვეყნიერების შემოქმედს. წინამდებარე ნაშრომში წარმოდგენილი მასალები მეცნიერულის გარდა, მნიშვნელოვანია ქართული მეღვინეობის კულტურის სრულყოფილად გააზრებისა და განვითარებისთვისაც, რამდენადაც ზედაშეს კულტურის მივიწყების შემთხვევაში ეს დარგი ყოველთვის ნაკლულად ჩაითვლება.
წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: