შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა ინოვაციური მეთოდებით

 

 

აღნიშნული კვლევა-ძიება წარიმართა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (საგრანტო ხელშეკრულება NoPHDF-18-449).

მონოგრაფიაში წარმოდგენილია ოქროს საფუძველზე შესრულებული შუა საუკუნეების ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიის კვლევის საკითხები. ეს ტექნოლოგია თავისი არსით მკვეთრად განსხვავდება მაშინდელ მსოფლიოში გავრცელებული ფერადი დეკორატიული მინით ლითონის ნაკეთობების შემკობის სხვა ხერხებისა და მეთოდებისაგან. ნაშრომი ამ განმასხვავებელი ფაქტების, ტიხროვანი
მინანქრისათვის საჭირო ფერადი დეკორატიული მინისა და ძვირფასი ლითონის – ოქროს მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევის შედეგებია, რომელიც თანამედროვე ზუსტი ანალიზური ხელსაწყოების გამოყენებით განხორციელდა. მონოგრაფიაში ყურა- დღება გამახვილებულია საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი ფერადი დეკორატიული მინის არტეფაქტებისა და ჩვენს დრომდე მოსული მინანქროვანი ძეგლების კვლევის საკითხებზე. ეს არის მცდელობა იმის დასადგენად თუ რა ინტელექტუალური და მატერიალური საშუალებები შეიძლება არსებულიყო უძველეს საქართველოში ესოდენ რთული, ძვირად ღირებული ტექნოლოგიის ადგილობრივი წარმოებისათვის.
მონოგრაფიაში განხილული საკითხები დიდ დახმარებას გაუწევს ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტებს, აგრეთვე სტუდენტებს და აღნიშნული ტექნოლოგიით დაინტერესებულ მკითხველთა წრეს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????