საქართველოს ტყის ეკოსისტემების ბიომასაში დეპონირებული ნახშირბადის მარაგები
მონოგრაფია გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით [გრანტი N: SP-22-1223].
მონოგრაფიაში წარმოდგენილია ავტორების მიერ 2009-2018 წლებში საქართველოს ტყის ეკოსისტემებში ბიომასისა და ნახშირბადის მარაგების ოდენობაზე ჩატარებული კვლევის შედეგები, დამატებით შევსებული და კორექტირებულია 2020-2022 წლის ახალი მონაცემებით. ასევე განხილულია საკითხი კლიმატის ცვლილების პროცესის შერბილების საქმეში ტყის როლის შესახებ. მოტანილია კვლევის მონაცემები შებოჭილი ნახშირბადის მარაგების შესახებ, როგორც ტყის მთავარი და დაქვემდებარებული სართულის მიწისზედა და მიწისქვედა ბიომასაში, ასევე ტყის ცოცხალ ბიომასაში, მკვდარ მასაში და ნიადაგში. მონოგრაფია განკუთვნილია სატყეო დარგის წარმომადგენლების, ეკოლოგიისა და საბუნებისმეტყველო მიმართულების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის.
წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: