შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

აგონისტებით გამოწვეული გარდამავალი რეცეპტორების პოტენციური არხების აქტიურობის ქცევითი შესწავლა

 

გარდამავალი რეცეპტორების პოტენციური არხები წარმოადგენს ტრანსმემბრანული კათიონური არხების დიდ, სუპეროჯახს, რომლებიც მონაწილეობენ მრავალი ქიმიური და ფიზიკური სტიმულის ტრანსდუქციაში. ეს არხები გვხვდება პლაზმურ მემბრანაში და მათ შეუძლიათ ჰომო- ან ჰეტერო-ტეტრამერიზაცია, რათა შექმნან ფორები კათიონების განვლადობისთვის. გარდამავალი რეცეპტორების პოტენციური არხები ასევე ჩართული არიან მრავალ ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ პროცესში, მათ შორის ტემპერატურისა და მექანიკურ შეგრძნებებში, სიმსივნის, ტკივილისა და ქავილის ჩათვლით. თითქმის ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე არხების ამ ზეოჯახმა გამოიწვია უზარმაზარი ინტერესი, რადგან მისი წევრები ჩართულნი არიან უჯრედების მრავალრიცხოვან ფუნქციებში და მრავალ მემკვიდრეობით და შეძენილ დაავადებათა გამომწვევ მიზეზად გვევლინებიან.

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიის დარგში მიენიჭათ ორ ამერიკელ მეცნიერს, დევიდ ჯულიუს ტემპერატურის მგრძნობიარე ტრანზიტორული (გარდამავალი) რეცეპტორების პოტენციური ვანილოიდური ქვეოჯახის (TRPV) არხების, ხოლო არდემ პატაპუტიანს მექანო-მგრძნობიარე არხების შესწავლისთვის.

წიგნი იძლევა უახლეს ინფორმაციას გარდამავალი რეცეპტორების პოტენციური არხების მოლეკულური და ფუნქციური თვისებებისა და ჩვენი ექსპერიმენტული მონაცემების შესახებ, რომლებიც შესრულდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო დაფინანსებით (#6-270, # 31/40, #217076).

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????