მიგარიას კირქვული მასივის კარსტი და მღვიმეები
მონოგრაფია შესრულებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გრანტის ნომერი: # FR-18-013.
მონოგრაფიაში გაშუქებულია ავტორთა მიერ წლების განმავლობაში მიგარიას კირქვულ მასივზე ჩატარებული კომპლექსური კარსტულ-სპელეოლოგიური კვლევის შედეგები. განხილულია კარსტგაჩენის პირობები და ფაქტორები, კარსტო- და სპელეოგენეზის პრობლემები, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების ჩასახვისა და ევოლუციის ძირითადი ნიშნები, მიწისქვეშა კარსტული ნაკადების მოძრაობის გზები და განტვირთვის კერები. მოცემულია მასივის მნიშვნელოვანი მღვიმური სისტემების მორფოლოგიურ-მორფომეტრიული მიმოხილვა, შესწავლილი და დასაბუთებულია კარსტთან დაკავშირებული საინტერესო და მრავალფეროვანი ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალი. ვიმედოვნებთ, ნაშრომი გაამდიდრებს ცოდნას მიგარიას მასივის კარსტის შესახებ რიგი ახალი ფაქტებით და დასკვნებით, ამასთან, სათანადო სამსახურს გაუწევს კარსტის კომპლექსური შესწავლით დაინტერესებულ მკვლევარებს, სტუდენტ ახალგაზრდობას და ჩვენი ქვეყნის ორიგინალური კარსტული ლანდშაფტით დაინტერესებულ მკითხველს.