შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ბაქნური კარსტი

 

 

მონოგრაფია შესრულებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ახალგაზრდა მეცნიერთა 2018 წლის საგრანტო კონკურსი - №YS-18-096.

ნაშრომში გაშუქებულია საქართველოს ერთადერთი ბაქნური კარსტის რეგიონში - ზემო იმერეთის (ჭიათურის) სტრუქტურულ პლატოზე ავტორთა მიერ ჩატარებული კომპლექსური კარსტულ-სპელეოლოგიური კვლევის შედეგები. განხილულია კარსტგაჩენის პირობები და ფაქტორები, კარსტო და სპელეოგენეზის პრობლემები, ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტული ფორმების ჩასახვისა და ევოლუციის უმთავრესი ნიშნები. ბაქნური კარსტის პირობებში მიწისქვეშა კარსტული წყლების ერთიანი დონის წარმოქმნის ტენდენციასთან ერთად ექსპერიმენტულად გამოვლენილია დიზუნქტიური დისლოკაციებით შეპირობებული ნაპრალოვან - კარსტული ნაკადების იზოლირებული სისტემები. ექსპერიმენტულად დადგენილია ქ. ჭიათურის და მიმდებარე დასახლებული პუნქტების წყალმომარაგების სისტემაში ჩართული კარსტული წყაროების კვების აუზები, დაბინძურების კერები და მიზეზები. შემუშავებულია პრაქტიკული რეკომენდაციები. ფართოდაა გამოყენებული კარსტის კვლევის კლასიკური მეთოდები. ავტორები: ზაზა ლეჟავა, კუკური წიქარიშვილი, ლაშა ასანიძე.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????