საქართველოში მდინარეთა ხეობების ჩახერგვებითა და დაგუბებებით წარმოშობილი ტბების კატალოგი
მონოგრაფია მოიცავს მდინარეების ხეობების ჩახერგვის შედეგად დაგუბებული ტბების კლასიფიკაციას, რომლის საფუძველზეც შედეგენილია მათი კატალოგი. ნაშრომი რეკომენდირებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მიერ და განხილული და რედაქტირებულია ამავე ინსტიტუტის წყლის რესურსებისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების განყოფილებაში. კატალოგში ზოგადად არის დახასიათებული საქართველოს ტბები. განხილულია მდინარეთა ხეობების კლდეზვავებით, მეწყერებით, მყინვარული გამონატანით, ზვავებით და სხვა მოვლენებით გამოწვეული ჩახერგვებით დაგუბებული ტბები. აღწერილია მათი მდებარეობა, ძირითადი მორფომეტრული მახასიათებლები, წარმოშობის თავისებურებანი და გავრცელების კანონზომიერებანი. ტექსტურ ნაწილთან ერთად მოცემულია რუკები, სქემები, დიაგრამები და ფოტომასალა. ნაშრომი გამოიცა საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში“ (გრანტი №SP-23-620).