შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ლითონური ნაკეთობების თბური პროცესებით დამზადება-დამუშავების დეფექტები

 

წიგნში მოკლე ფორმით აღწერილია ლითონური ნაკეთობების დამზადება-დამუშავების თბური მეთოდები და მათი გავლენა დეფექტების წარმოქმნის მიზეზებზე. განხილულია სხვადასხვა ფაქტორის გავლენა ნაკეთობის გახურებისა და გაცივების პირობებზე. გაანალიზებულია დეფექტებით წარმოქმნილი წუნის სახეები და მათი აცილების საშუალებები. ნაშრომის მიზანია დაეხმაროს პრაქტიკოს სპეციალისტებს პოლიკრისტალური ლითონური მასალებიდან ნაკეთობების თბური მეთოდებით დამზადება-დამუშავების პროცესებში წარმოქმნილი დეფექტების მახასიათებელი ნიშნების ამოცნობაში. მათი წარმოქმნის საწარმოო მიზეზების გაანალიზებასა და წუნის აცილების ღონისძიებების შემუშავებაში. ნაშრომი განკუთვნილია მანქანათმშენებლობისა და მეტალურგიულ საწარმოებში ნაკეთობების თბური პროცესებით დამზადება-დამუშავებით, ხარისხის კონტროლითა და საწარმოო-ტექნიკური ექსპერტიზით დაინტერესებული ლითონმცოდნეების, თერმისტების, საჩამომსხმელო და წნევით დამუშავების დარგების ინჟინერ-ტექნოლოგებისა და კონსტრუქტორებისათვის. ნაშრომის პრაქტიკული ორიენტაციის მიუხედავად, იგი დიდ დახმარებას გაუწევს შესაბამისი დარგების მეცნიერებს, უმაღლესი სკოლის პედაგოგებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და მაღალი კურსის სტუდენტებს.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????