შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველოს ხეხილი: ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

წიგნი - საქართველოს ხეხილი: ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები - დაიბეჭდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის (#NSP-19-343.10.12.2019) ფარგლებში”.

პირველად უკანასკნელი 15  წლის მანძილზე  საქართველოში, გამოიცა წიგნი, ხეხილის ახალი პერსპექტიული ჯიშების  ბიოლოგიური და სამეურნეო თვისებების შესახებ, რომლებსაც გააჩნიათ  საქართველოში მაღალი ადაპტური უნარი და საექსპორტო  პოტენციალი.

საქართველოში, უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე,  შემოტანილი იქნა და სამრეწველო-საკარმიდამო ბაღებში  გავრცელდა ხეხილის ახალი ჯიშების ფართო სპექტრი,  რომლის შესახებ ხელმისაწვდომი სამეცნიერო სარწმუნო ინფორმაცია  მეტად  მწირია და   ფრაგმენტულია. აღნიშნული  მეტად  უარყოფითად აისახება ჯიშების შერჩევის პროცესზე.

სამეცნიერო ნაშრომში  წარმოდგენილია  წამყვანი 9 ხეხილოვანი კულტურის  - ვაშლის, მსხლის, ატმის, ქლიავის, ბლის, ალუბლის, გარგრის, კაკლისა და ნუშის ახლად შემოტანილი და პერსპექტიული  71 ჯიშის  ფენოტიპური  და პომოლოგიური კვლევის საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური  აღწერის შედეგები, დეტალური აღწერით და ფერადი დასურათებით.

ნიშანდობლივია, რომ ნაშრომი შედგენილია ს/მ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის  მეხილეობის კვლევის სამსახურის მიერ, სოფ. ჯიღაურაში,  (მცხეთის მუნციპალიტეტი), ხეხილის ახალი ჯიშების საკოლექციო ნარგაობაში  2014-2018 წლებში შესრულებული ორიგინალური  სამეცნიერო კვლევის საფუძველზე.

წიგნის ავტორები არიან: ზვიად ბობოქაშვილი (ს/მ სოფლის აკადემიური  დოქტორი, ასოცირებული პროფესორი) და ელენე მაღლაკელიძე (სოფლის მეურნეობის აკადემიური  დოქტორი), რომლებსაც აქვთ მეხილეობის კუთხით სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის  დიდი გამოცდილება.

შემოთავაზებული  წიგნის სტრუქტურა  მოიცავს წინასიტყვაობას,  თითოეული კულტურის შესახებ მოკლე ინფორმაციას,  ჯიშების აღწერას, გამოყენებული ტერმინების მოკლე განმარტებას,  სამადლობელი სიტყვების გვერდს და სარჩევს. თითოეული ჯიშის შესახებ თავმოყრილია შემდეგი სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ინფორმაცია:  წარმოშობა, ხის ზრდის სიძლიერე, ფორმა,  ნაყოფის პომოლოგიური აღწერა - ზომა,  ფერი, მასა, ყუნწი, სიმწიფის  და მოსავლის აღების  პერიოდი, სამეურნეო მნიშვნელობა, გავრცელების პოტენციალი და ა.შ. თითოეულ ჯიშს თან დართული ექნება  ნაყოფის ფერადი ფოტოსურათი.

წიგნში წარმოდგენილი მასალები  ხასიათდება მნიშვნელოვანი სიახლით და აქვს შესაბამისი  პოტენციალი  განავითაროს საქართველოს მეხილეობის კვლევების ეფექტურობა. წიგნი ხელს შეუწყობს ახალი ჯიშების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მათ პოპულარიზაციას სამეცნიერო  წრეებსა და ფერმერებს შორის.

წიგნის   გამიზნულია   მეხილეობის სექტორში   მომუშავე  მეცნიერების, ფერმერების, აგრონომების,   სპეციალისტების,  აგროკონსულტანტების,  სტუდენტების,    მოყვარული მებაღეებისა და სხვა დაინტერესებული პირების ფართო წრისთვის.

სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????