დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები და საქართველო
მონოგრაფია მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ადამიანთა დისკრიმინაციისგან დაცვა: საქართველოს თანამედროვე
გამოწვევების კრიტიკული ანალიზი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების ჭრილში“ [გრანტის ნომერი FR-21-11588] ფარგლებში.
ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის პუბლიკაციათა სერია თანამედროვე საერთაშორისო საჯარო სამართლის სხვადასხვა დარგის აქტუალურ საკითხებზე გამოცემულ მონოგრაფიებს, ესეების კრებულებს, ჟურნალებს, კონფერენციის მასალებსა და სხვა სამეცნიერო ლიტერატურას მოიცავს. პუბლიკაციების სერია აკადემიკოს ლევან ალექსიძის სახელობის ფონდის მხარდაჭერით გამოიცემა.
მონოგრაფია ლევან ალექსიძის საერთაშორისო სამართლის პუბლიკაციათა სერიის ნაწილია.