კვლევის მეთოდები პროფესიულ უსაფრთხოებაში
სახელმძღვანელო მომზადებულია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.გრანტის ნომერი FR-22-12949
სახელმძღვანელო აერთიანებს პროფესიული უსაფრთხოების მრავალფეროვან თემებს. მათ შორის: ISO სტანდარტების გამოყენება, საწარმოო ტრავმატიზმისა და დაავადებების ანალიზი, ჰაერისა და ვენტილაციის ნორმირება, აფეთქებისა და ხანძრის პრევენცია, გამოსხივებისა და განათების რეგულაცია, ხმაურისა და ვიბრაციის კონტროლი, ელექტრო და სტატიკური უსაფრთხოება, მაღალი წნევის მოწყობილობების ექსპლუატაცია, ცემენტის წარმოების რისკები და მრავალფაქტორული ანალიზი.n ყოველი თავი მოიცავს განმარტებებს, პრაქტიკულ გაანგარიშებებს, საკონტროლო კითხვებს და bსტუდენტისთვის გასაგებ გზამკვლევებს. სახელმძღვანელო განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის.