სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების წარმართვის ეტაპები ადამიანის უსაფრთხოებისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველსაყოფად
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი ადამიანის უსაფრთხოებისა და მიგრაციის უფლებების დაცვაში“ (პროექტის ნომერი YS-2016-98) - ფარგლებში.
მონოგრაფია იყოფა 7 ნაწილად. ნაწილი პირველი ეთმობა შესავალს; მეორე და მესამე ნაწილები მიმოიხილავს სიღარიბის აღმოსაფხვრელად მოქმედ საერთაშორისო ხელშეკრულებებს განსაკუთრებული ფოკუსით
განვითარებად სახელმწიფოებზე. მე-4 თავი ეთმობა საერთაშორისო ვაჭრობაში გასათვალისწინებელ შრომით უფლებებს. მე-5 თავი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომსახურებით ვაჭრობის შესახებ ზოგადი შეთანხმების ფარგლებში დასაქმების უზრუნველყოფის გარანტიების გაერთიანებას. მე-6 თავი გამოკვეთს ე.წ. მე-4 რეჟიმის ამოქმედების მნიშვნელობას მომსახურებით ვაჭრობის გამარტივების გადასახედიდან. მე-7 თავი აჯამებს მონოგრაფიით მოცულ საკითხებს.