შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საქართველო დაწყებითი კლასების მათემატიკის ამოცანებში

 

მონოგრაფია მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გრანტის ,,საქართველო დაწყებითი კლასების მათემატიკის ამოცანებში“ (NSP-22-414) ფარგლებში.

მონოგრაფიაში განხილულია ისეთი მათემატიკური ამოცანები და მათი სისტემები ეკოლოგიიდან, ეთნოლოგიიდან, ისტორიიდან, სამხედრო საქმიდან, ეკონომიკიდან, ფინანსებიდან სოფლის მეურნეობიდან, სპორტიდან, ტურიზმიდან, გეოგრაფიიდან, ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, არქიტექტურიდან, ქართული მულტფილმებიდან და ზღაპრებიდან, კინოდან, საქართველოზე არსებულ მითებიდან, ლეგენდებიდან, საქართველოში არსებული ფლორადან და ფაუნადან, ბუნების დაცვიდან, მედიცინიდან, მოსწავლეთა ჯანსაღი კვებიდან, მავნე ჩვევებიდან და სხვ. რომელთა საშუალებით შესაძლებელია საქართველოს შესწავლა სხვადასხვა კუთხით. მონოგრაფიაში ამოცანათა ნაწილი ამოხსნილია, მას დართული აქვს მეთოდური მითითებები და მასწავლებლის მიერ სავარაუდოდ დასასმელი კითხვები გადაცემული ცოდნის გასაღრმავებლად. შედგენილია თემატიკების მიხედვით ამოცანათა სისტემები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელია მსგავსი ამოცანების შედგენა. მეთოდურად დამუშავებულია დაწყებით კლასებში მათემატიკური ამოცანების ამოხსნის სპეციალური მეთოდები და ხერხები. აქცენტი გადატანილია ამოცანების ამოხსნის სწავლების ახალ მეთოდურ მიდგომებზე. მონოგრაფია განკუთვნილია სპეციალისტებისათვის, ის დაეხმარება დაწყებითი კლასების მათემატიკის მასწავლებლებს, უნივერსიტეტების მათემატიკის და დაწყებითი განათლების სპეციალობის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის სტუდენტებს, დაწყებითი კლასების მათემატიკის საგნობრივ წრეებს, მათემატიკის საკვირაო სკოლებს, საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს, საქართველოს და მათემატიკის შესწავლით დაინტერესებულ პირებს. მონოგრაფიაში წარმოდგენილი მეთოდური მიდგომები ეყრდნობა ავტორების ხანგრძლივ პედაგოგიურ გამოცდილებას.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????