მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში
ნაშრომი -,,მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში (ლეჩხუმი)’’, სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის კვლევითი საგრანტო პროექტის - ,,მეტალურგიის წარმოშობა და განვითარება მთიან კოლხეთში: ახალი აღმოჩენები, კვლევები და პერსპექტივები’’ (# 217128), ფუნდამენტური ანგარიშის ელექტრონულ ბეჭდურ ვერსიას წარმოადგენს. ნაშრომში წარმოდგენილია არქეოლოგების, გეოლოგების (დაზვერვები, გათხრები) და პროექტის კონსულტანტის, არქეომეტალურგის დოქტ. ბრ. გილმორის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.
გამოვლენილია სპილენძის მეტალურგიის არქეომეტალურგიული ძეგლები, დადგენილია მათი თარიღი, სამთამადნო ბაზა, გამოთქმულია მოსაზრებები მთიანი კოლხეთის, ლეჩხუმის როლზე კოლხური ბრინჯაოს კულტურის კონტექსტში. ნაშრომი განკუთვნილია საქართველოსა და კავკასიის ისტორიისა და არქეოლოგიის საკითხებზე მომუშავე ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისათვის, საქართველოს წარსულით დაინტერესებული მკითხველისათვის. ნაშრომი და მისი სამეცნიერო აპარატი ორენოვანია; ნაშრომს დანართის სახით ერთვის საველე ანგარიშები საილუსტრაციო მასალითა და ნახაზებით. პროექტი განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში და საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს წევრების 2020 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით აიტვირთება საქართველოს ეროვნული მუზეუმის ვებგვერდზე.