შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

ქართული ბაზალტპლასტიკური არმატურის ბეტონთან შეჭიდულობის დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობის კვლევა

კვლევა PHDF-22-852 განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. 

მონოგრაფიაში გამოვლენილია ბაზალტპლასტიკური არმატურის ბეტონთან შეჭიდულობის მექანიზმი და ბაზალტპლასტიკური არმატურით დაარმირებული კონსტრუქციების დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა. ექსპერიმენტალური კვლევებით დადგენილია ბეტონის არმატურასთან შეჭიდულობის სიმტკიცე (ძაბვები), რომელიც რღვევის მომენტში აჭარბებს ბეტონის კოჰეზიურ სიმტკიცეს სასაზღვრო ზონაში; ბაზალტის არმატურით დაარმირებული რეალური ზომის კოჭების გამოცდის შედეგების მონაცემებზე დაყრდნობი აგებული გრაფიკების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ დამოკიდებულებას დატვირთვასა და დეფორმაციას (ჩაღუნვას) შორის თითქმის პირდაპირ პროპორციული ხასიათი აქვს ანუ კომპოზიტური არმატურა, ფოლადის არმატურისგან განსხვავებით, კონსტრუქციის რღვევამდე მუშაობს დრეკად სტადიაში, რაც თვალნათლივ დაადასტურა გამოცდილი კონსტრუქციის გაანგარიშებამ პროგრამა Lirasapr-ით. მონოგრაფია განკუთვნილია ბაზალტპლასტიკური კონსტრუქციებით დაინტერესებული მეცნიერ მუშაკებისა და საინჟინრო დარგის სამივე საფეხურის სტუდენტებისათვის.

მონოგრაფიის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????