ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, 216702 „ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგია”.
წარმოდგენილი ნაშრომი განიხილავს ქართული ჟესტური ენის ზმნის მორფოლოგიის საკითხებს. ნაშრომში მოცემულია ქართული ჟესტური ზმნის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ანალიზი. წიგნში განხილულია შემდეგი თემები: ჟესტურ ენათა მორფოლოგია – ზოგადი ნაწილი; ქართული ჟესტური ენის ზმნის ზოგადი დახასიათება; ზმნური აქტანტები, ზმნის პირთა კომბინაციის საკითხი; ვერსიისა და კაუზაციის კატეგორიები ქართულ ჟესტურ ენაში; დრო, კილო და ასპექტი; მოდალობა და ზმნური უარყოფა ქართულ ჟესტურ ენაში.