შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

საფასის მიმოქცევა ქართლ–კახეთის სამეფოში (მასალა სახელმწიფო ფულადი პოლიტიკის შესასწავლად)

 

კვლევა განხორციელდა შოთა რუს თაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით; – გრანტი YS-21-2879. ქართლ-კახეთის სამეფოს (1744-1801) ფულადი პოლიტიკა და ისტორია.

მონოგრაფია ეძღვნება ფულის მიმოქცევას XVIII საუკუნის II ნახევრის წამყვან ქართულ სახელმწიფოში – ქართლ-კახეთის სამეფოში; წარმოქმნიდან ვიდრე რუსეთის იმპერიის მიერ ანექსიამდე (1744-1801 წწ). განხილულია ხელმისაწვდომი პირველწყაროები და წარმოდგენილია მათდამი ავტორის მეთოდოლოგიური მიდგომა. შესწავლილია სხვადასხვა ტიპის – ქაღალდისა და ლითონის – საფასის მიმოქცევა. კვლევა ეფუძნება როგორც მონეტარული (მონეტებისა და სამონეტო კომპლექსების აღმოჩენები), ასევე დოკუმენტურ-ნარატიული მასალის მეტა-ანა ლიზს. ფულის მიმოქცევის მონაცემებით რეკონსტრუირებულია ქართლ-კახეთის სამეფოს ხელისუფლების ფულადი პოლიტიკაც.

მონოგრაფიის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????