საქართველოს ციკლოპური სიმაგრეები
სამუშაო შესრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით #YS 2016-67, საქართველოს მეგალითური საფორტიფიკაციო სისტემები.
ნაშრომში წარმოდგენილია სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული „ციკლოპური“ საფორტიფიკაციო სისტემების სრული კატალოგი. ასევე, განხილულია სამხრეთ საქართველოს, კერძოდ კი ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე არსებული ციკლოპური საფორტიფიკაციო ნაგებობების გავრცელების არეალი და მათი ქრონოლოგიის საკითხები. კვლევის შედეგად შემუშავდა ციკლოპური კომპლექსების ტიპოლოგია, რომელიც ძირითადად ეფუძნება ურარტულ წერილობით წყაროებსა და არქეოლოგიური საველე დაზვერვების დროს მოპოვებულ ინფორმაციას.