თავადური მენტალობის საკითხი XVII საუკუნის საქართველოში იოსებ თბილელის „დიდმოურავიანის“ მიხედვით
წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (SP-23-762).
მონოგრაფია თავადური მენტალობის შესწავლის პირველ მცდელობას წარმოადგენს სამეცნიერო ლიტერატურაში. გამოკვლევაში თბილისის მიტროპოლიტ იოსებ თბილელის (სააკაძე) ისტორიული პოემის „დიდმოურავიანის“ და სხვა ქართული წერილობითი წყაროების ანალიზის საფუძველზე მოცემულია XVII საუკუნის საქართველოში ქართული თავადური მენტალობის სხვადასხვა საკითხების კვლევა: როგორიცაა სამშობლოსადმი სიყვარული, მეფის ხელისუფლების უზენაესობის აღიარება და მისდამი ერთგულება, პირადი ინტერესების პრიორიტეტულობა, რელიგიის, სწავლაგანათლების და აღზრდის როლის გავლენა ინდივიდის ჩამოყალიბებაში. ასევე განხილულია იოსებ თბილელის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი, მისი როგორც სასულიერო პირის მენტალური შეხედულებები, სათავადოს რაობა და საგვარეულოების კვლევა ქართულ ისტორიოგრაფიაში, არაგვის საერისთაოს ისტორია XVI-XVII საუკუნეთა
მიჯნაზე. ნაშრომი განკუთვნილია ისტორიით დაინტერესებული სპეციალისტების, სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
მონოგრაფიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ↔