შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

წმინდა მამათა სწავლანი ბიზანტიურ-ქართულ ინტერდისციპლინარულ ურთიერთობათა კონტექსტში წიგნი I

 

სამეცნიერო პროექტი - წმინდა მამათა სწავლანი ბიზანტიურ-ქართულ ინტერდისციპლინარულ ურთიერთობათა კონტექსტში FR-18-1209 - განხორციელდა  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით 2018 წლის საგრანტო კონკურსში ფუნდამენტური კვლევებისთვის გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.

წარმოდგენილ წიგნში ქვეყნდება ბიზანტიური კულტურის ორი დიდი წარმომადგენლის - ღირსი ამონა მონაზვნისა და წმინდა სოფრონ იერუსალიმელის სულიერ სწავლებათა ძველი ქართული თარგმანები, რომელთა უმრავლესობას პირველად გაეცნობა ამ მოღვაწეთა შემოქმედებით დაინტერესებული მკითხველი. ჩვენ მიერ კრიტიკულად დადგენილ ტექსტებს წავუმძღვარეთ ისტორიულფილოლოგიური თუ საღვთისმეტყველო ხასიათის კვლევა ამ ორი დიდი მოღვაწის შესახებ, სადაც გავითვალისწინეთ ყველა ის თარგმანი, რომელიც მათი შრომების სახით ფრაგმენტულად თუ სრულად შემორჩა სხვა ენებზე. კვლევა ასევე მოიცავს ქართული
თარგმანების ტექსტოლოგიურ-ენათმეცნიერული დაკვირვებებს. წიგნს დართული აქვს ლექსიკონი, გამოყენებული ლიტერატურის სია და გამოკვლევის ინგლისური თარგმანი. ნაშრომი განკუთვნილია როგორც სამეცნიერო, ისე ამ საკითხით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????