შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia

მეცნიერებისთვის, მომავლისთვის, საქართველოსთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
EN

უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში

 

სამეცნიერო პროექტი – „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ (FR17-#388) – განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

მონოგრაფია წარმოადგენს ქართველური ენების სისტემურ აღწერასა და ანალიზს ერთ-ერთი ფუნდამენტური კატეგორიის, უარყოფის, მიხედვით. უარყოფა სხვა უნივერსალური კატეგორიებისაგან იმით განსხვავდება, რომ წარმოიქმნება მტკიცებითი აზრის უარყოფით, თუმცა მისი ერთ-ერთი სემანტიკური მახასიათებელი მტკიცება-დადასტურების გამოხატვაცაა. აქედან გამომდინარე, უარყოფა რთული კატეგორიაა, რომელიც სხვადასხვა ენობრივ დონეზე გამოიხატება და წარმოაჩენს ფუნქციურ-სემანტიკურ მრავალფეროვნებას. „უარყოფის კატეგორია ქართველურ ენებში“ ინტერდისციპლინური ხასიათის ნაშრომია. საანალიზო მასალა დამუშავებულია აღწერით-სტატისტიკური, ისტორიულ-შედარებითი, დისტრიბუციული (სინტაგმატური და პარადიგმატული) ანალიზის, სუბსტიტუციისა და პერმუტაციის (ჩანაცვლებისა და გადანაცვლების), ელიმინირების, გავრცობილი კვადრატის მეთოდებით. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია სპეციალისტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ კოგნიციის ენობრივ გამოხატულებასთან დაკავშირებული საკითხები; ასევე, ქართული სალიტერატურო ენის ისტორია, ქართველურ ენათა ტიპოლოგია ისტორიულ-შედარებითი პროცესებისა და სინქრონიული მონაცემების გათვალისწინებით. ნაშრომი განკუთვნილია ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგების სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის.

წიგნის სრული ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ: ???? Open Book Emoji ????????????❤️????